სერენაი სარიქაია პირველ კომენტარს აკეთებს
1779358400
ქართული ფილმი და კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები უახლოეს მომავალში კანადის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის კინოფესტივალებზე იქნება წარმოჩენილი.
ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა ლევან დვალმა განაცხადა.
„ჩვენი ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც საერთაშორისო კინოფესტივალებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, თანამედროვე ქართული კინო წარუდგინონ თავიანთ აუდიტორიას, ასევე უცხო ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურებთან, რომლებსაც სურთ თანამშრომლობის გაძლიერება და ასევე იმ ქვეყნებთან, სადაც აქამდე საქართველო აქტიურად არ იყო წარმოდგენილი. ამ მიმართულებით განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქვეყნის წარმოჩენას შევძლებთ კანადაში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში“, - განაცხადა ლევან დვალმა.
კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონი ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვედრების ადგილი იყო, სადაც მსოფლიო დონის პროდიუსერებთან, ფესტივალების პროგრამერებსა და მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებთან პირისპირ დიალოგი კონკრეტული შედეგებით დასრულდა.