როგორ გამოიცდება თქვენი სული 20-ჯერ, სიცოცხლეში ჩადენილი ცოდვების გამო, სანამ ღმერთთან მივა
1747681763
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ მილოცვაში საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„გულწრფელად ვულოცავ ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას. წარმატებას ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაში. რუმინეთი საქართველოსთვის ღირებული პარტნიორია და მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.