1747943662
გივი მიქანაძე ნიუ-იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

20 მაისს, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, ჰარვარდის კლუბში, საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.
მიღებაზე მიწვეული იყვნენ ნიუ-იორკში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
ღონისძიებას მასპინძლობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე.