1758568351
გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები დღეს გაიხსნება, რომელსაც საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება

დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები გაიხსნება, რომელსაც საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება. გენერალურ დებატებზე ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი დონალდ ტრამპი იქნება. დღესვე გაიმართება დონალდ და მელანია ტრამპების სახელით ორგანიზებული მიღება, სადაც მიწვეულია მიხეილ ყაველაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, გუშინ გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილს უმასპინძლებს გაეროს გენერალური მდივანიც. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი გაეროს სხდომაზე სიტყვით გამოვა, მანამდე კი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
უმაღლესი დონის კვირეულის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი ყურადღებას გაამახვილებს იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია გაეროს პრინციპების კუთხით. ეს პრინციპებია: მშვიდობა და უსაფრთხოება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ადამიანის უფლებები. მიხეილ ყაველაშვილი ილაპარაკებს იმაზე, რა ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ მიმართულებით.