„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
სახელმწიფო შემდგარია და აუცილებლად მოეთხოვება პასუხი ყველას ნებისმიერ ძალადობაზე, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა რადიკალების მხრიდან დანერგილ ახალ ტენდენციაზე, რაც თვითდაპატიმრებებში გამოიხატება.
ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ლიდერები გამიზნულად იქცევიან კანონის საწინააღმდეგოდ, რათა აღმოჩნდნენ ციხეში და ვერშემდგარ რევოლუციებზე პასუხისმგებლობა თავიდან ამ ფორმით აიცილონ.
„პირველ რიგში, რადიკალების ლიდერებმა ძალიან კარგად იციან რის ფასად უჯდებათ 150-200 კაცის გამოყვანა ამ ვითომდა საპროტესტო დემონსტრაციაზე. ჩვენ თუ არ გვაქვს სრული მონაცემები, მათ ხომ მაინც აქვთ ყველა ინფორმაცია და ზუსტად იციან რა ძალისხმევის ფასად უჯდებათ ამ ადამიანების დარწმუნება, ძალით მიყვანა აქციაზე და ფინანსური რესურსის ჩართვა ამ ყველაფერში.
თავისთავად ცხადია, ურჩევნიათ იყვნენ პატიმრობაში და ამ ფორმით მარტივად აიცილონ პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ შარშანდელი ძალადობრივი აქციებისგან განსხვავებით, ხალხი ასე მარტივად არ შევა ამ ტყუილში და გაყვება, ნახეს რა, რომ დანაშაული დასჯადია ქვეყანაში, სახელმწიფო შემდგარია და აუცილებლად მოეთხოვებათ ყველას პასუხი ნებისმიერ ძალადობაზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.