ედიშერ გვენეტაძე: მისასალმებელია ის ანტინარკოპოლიტიკა, რომელიც პრემიერმა გაახმოვანა. საჭიროა ამ სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები და ამ პრობლემისადმი უაღრესად მკაცრი, განხორციელებადი სახელმწიფოებრივი მიდგომა

ედიშერ გვენეტაძე

„ნამდვილად მისასალმებელი ის ანტინარკოპოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს აღებული და რომელიც პირადად პრემიერმა გაახმოვანა. აუცილებლად საჭიროა ამ სფეროში მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი ცვლილებები და ამ უსაშინლესი პრობლემისადმი უაღრესად მკაცრი, განხორციელებადი სახელმწიფოებრივი მიდგომა“ - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ სრულად აიკრძალოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ და პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღოს.

მისივე თქმით, უნდა დამთავრდეს ანტისახელმწიფოებრივი, უზნეო ელემენტების მიერ განხორციელებული ლიბერასტური, ხელის მოთბობის და გამდიდრების პოლიტიკა.

„ნამდვილად მისასალმებელია ის ანტინარკოპოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს აღებული და რომელიც პირადად პრემიერმა გაახმოვანა. აუცილებლად საჭიროა ამ სფეროში მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი ცვლილებები და ამ უსაშინლესი პრობლემისადმი უაღრესად მკაცრი, განხორციელებადი სახელმწიფოებრივი მიდგომა.

ბოლოს და ბოლოს უნდა დამთავრდეს გარედან შემოგდებული და ადგილზე გირჩი-ზურაბების მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი, უზნეო ელემენტების მიერ განხორციელებული ლიბერასტური, ხელის მოთბობის და გამდიდრების პოლიტიკა. ამიტომაც აუცილებელია ჩამოერთვათ და კიდევაც ჩამოერთმევათ კერძო დაწესებულებებს ნარკოტიკების შემოტანა და შესაბამისად მათზე წვდომა.იმავდროულად აგრეთვე ყველა იმ სუბიექტისადმი, სასჯელის მაქსიმალური გამკაცრება, რომლებიც „თეთრი სიკვდილით“ სპობენ თაობებს და ამით შესაბამისად ანადგურებენ ქვეყნის მომავალს. რაც გამოიხატება ნარკორეალიზატორისათვის მცირე რაოდენობის ნარკოტიკის გაყიდვაზეც კი სასჯელის 10-დან 20 წლამდე ან კიდევ უვადო პატიმრობით“, - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.