„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
რადიკალების დავალების მიმცემებს ორად აქვთ სტრატეგია გაყოფილი საქართველოში. ერთი კუთხით ისინი უსუსტეს რადიკალურ ჯგუფს მონაწილეობას აღებინებენ არჩევნებში და მეორე ნაწილს - ე.წ. ორთოდოქს „ნაციონალებს“, „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“ ამყოფებენ რეჟიმში, რომელიც არჩევნების დღისთვის იქნება ფსევდო რევოლუციური გეგმებით, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ არჩევნებამდე ორი კვირა რჩება, ოპოზიციურ ველზე ქაოსია, პარტიები ერთმანეთსვე უპირისპირდებიან, ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს, ნაწილი არჩევნების ჩასაშლელად ემზადება და ხელისუფლების დამხობის მოწოდებებით გამოდის.
„რადიკალების დავალების მიმცემებს ორად აქვთ სტრატეგია გაყოფილი საქართველოში. ერთი კუთხით ისინი უსუსტეს რადიკალურ ჯგუფს, რომლის მხარდაჭერაც საზოგადოების მხრიდან არის მინიმალური, მონაწილეობას აღებინებენ არჩევნებში. მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ტყუილის პროპაგანდირების. მეორე ნაწილს - ე.წ. ორთოდოქს „ნაციონალებს“, „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“ ამყოფებენ რეჟიმში, რომელიც არჩევნების დღისთვის იქნება ფსევდო რევოლუციური გეგმებით, მშვიდობიანი დამხობებით. მცდელობა აგენტურული ხელისუფლება კვლავ დააბრუნონ, საქართველოს მხრიდან პასუხგაცემული იქნება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.