რას ნიშნავს, თუ სახლში პეპელა შემოფრინდება - როდის არის მათი გამოჩენა ბედნიერების წინასწარმეტყველი
1747769220
აკადემიკოს გურამ შარაძის შვილის, რუსუდან შარაძის განცხადებით, დათა ახალაიას მარჯვენა ხელმა, მისი ბინძური საქმეების შემსრულებელმა, ოქროს მოწმე ვახტანგ გაბელაიამ, მეტსახელად პაპაიამ 2016 წელს კახა მიქაიას უთხრა, რომ ხუთ საქმეზე, მათ შორის გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე ჰქონდა აუდიოჩანაწერი, მტკიცებულება და მასალებს გადასცემდა სუს-სს, სანაცვლოდ კი ითხოვდა უკანონოდ წართმეული მიწის საკითხის მოგვარებას.
„სუს-ში მაშინ გახლდათ სოსო გოგაშვილი, ყველაფრის განმკარგავი, თუ არ ვიცი, თავად ყოველ შემთხვევაში ასეთი იმიჯი უნდოდა, რომ ჰქონოდა და მას მოუყვა პირადად ყველაფერი. კახა რადგან შუამავალი იყო და ინფორმაცია უნდა გადაეცა, მეტი დაზღვევისთვის დასვა ეს მოწმე, თვითონაც ზის კადრში, ერთ საათამდე ჩანაწერში მოწმე ზის და ყვება ხუთ საქმეზე. ეს რომ ჩაწერა, ჩანაწერი მისცა სუს-სს. ჩვენს საქმეზე მოწმე ყვება, რომ ჯერ კიდევ მაშინ იყო დათა ახალაიას სამსახურში. ახალაიამ გამართა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ ლევან ქარდავა, თვითონ ეს მოწმე და კუდ-ის კიდევ ორი თანამშრომელი. იქ წავიდა ლაპარაკი, დასცინოდნენ მამაჩემს, „პროფესორა, როგორ გააგორეს პროფესორა“. იქ დასახელებულია მკვლელის ზედმეტსახელი, ჩემი პირადი ვარაუდით, ეს უნდა იყოს ჯგერე. დათა ახალაია ასახელებს „პირველს“, რომ ეს „პირველის“ დავალებით მოხდა და მე თვითონ გადმოვიწერე, სააკაშვილი როგორ ამბობს სიამაყით, რომ მას უწოდებდნენ „პირველს“. მიდის ლაპარაკი იმაზე, „პირველის“ დავალებით როგორ მოკლეს პროფესორა. დათა კითხულობს, ზედმეტსახელით მოიხსენიებს, ეს ხომ არ შექმნის პრობლემას, ხომ არ არის დასაბრედი, მამაჩემის მკვლელზე ამბობს, რაზეც დათა ახალაიამ მიიღო პასუხი, რომ არ შექმნიდა არავითარ პრობლემას ის მკვლელი.
საბოლოოდ, სოსო გოგაშვილმა ეს მოწმე ისე დაატერორა და ისე გადამკიდა, რომ მირეკავდა და მოკვლით მემუქრებოდა ეს მოწმე, ვატხანგ გაბელია. ვახტანგ გაბელია, ზედმეტ სახელად პაპაია მირეკავდა. სოსო გოგაშვილმა ისე დაატერორა, რომ მირეკვდა, ღრიალებდა, მოგკლავო“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.
რუსუდან შარაძის თქმით, მაშინ დარჩა შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა გურამ შარაძის მკვლელობის გახსნის ნება.
„მაშინ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა ნება, გურამ შარაძის მკვლელობა გახსნილიყო, მაგრამ გოგაშვილი არის როგორც მეხორცე და მოიქცა როგორც მეხორცე. მე რას ვთხოვდი მას? ვთხოვდი შეხვედრას. მთელი ისტორიაა, შემდეგ გოგაშვილი კახა მიქაიას როგორ ატერორებდა, რომ მე რატომ მითხრა ეს ამბავი. სოსო გოგაშვილმა რაც ჩაიდინა შემდეგ და დღეს სადაც იმყოფება, რა მიზეზიდაც, მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა დავალება სხვა მხრიდან. მე მაშინ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სახელმწიფოს არ სურს გურამ შარაძის მკვლელობის გახსნა, გოგაშვილს უთხრეს, რომ არ გვინდა ეგ საქმე და მეხორცემ შეასრულა მეხორცეს როგორც შეეფერება“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.
რუსუდან შარაძის თქმით, აღნიშნული მოწმე არაერთხელ დაიკითხა პროკურატურაში.
ამ განცხადების შემდეგ, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სოსო გოგაშვილი არ წარმოადგენდა მთლიანად სახელმწიფოს და გოგაშვილის ეპიზოდზე უნდა დაისვას კითხვები. თეა წულუკიანის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე, ერთადერთი, ვინც სახელმწიფოს წარმოადგენს, არის პროკურატურა.
„მე ვერ დაგეთანხმებით, რომ მთლიანად სახელმწიფოს წარმოგვადგენდა სოსო გოგაშვილი, თქვენ მასზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა ნუ გექნებათ. ჯერ ერთი, თვითონ იყო გოგაშვილი სამართალდამცველი, მას ჰყავდა ზემდგომი უშუალო ხელმძღვანელი, თუ მის უფლებამოსილებას რაღაც აღემატებოდა, მას პირდაპირი ვალდებულება ჰქონდა, მთავარი პროკურორი და პროკურატურა ჩაეყენებინა საქმის კურსში. ამიტომ თუ ეს იყო ერთი ინდივიდის ინიციატივა, რომ რაღაცისთვის ხელი შეეშალა, ეს ერთია, მეორე მხრივ, თქვენვე ამბობთ, რომ პროკურატურამ რეალურად ძალიან ბვერი ადამიანი დაკითხა და გამოკითხა 2012 წლიდან. ამიტომ აქ არ ვიცი, რამდენად შეიძლება გამოიკვეთოს სახელმწიფოს ნების არსებობა-არარსებობის საკითხი, ამაზე შეგვიძლია, ცალკე გავაღრმაოთ კვლევა. სისხლის სამართლის საქმეზე, ერთადერთი, ვინც სახელმწიფოს წარმოადგენს, არის პროკურატურა, ჩემთვის ეს არის მთავარი, რაც შეეხება გოგაშვილის ეპიზოდს, იქ უნდა დაისვას კითხვები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.