მარნეულში ავტომობილი მდინარეში გადავარდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან
1747935764
„თბილისი მოლთან“ სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა საქმის არსებითი განხილვა 3 ივნისს 13:00 საათზე დაიწყება.
ირაკლი წიგნაძის, ირაკლი ტაბატაძის, ნიკა კუტუბიძის, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ ქუმსიშვილის, ალექსანდრე გოგოლაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის და გიგი უგულავას წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართა.
ცნობისთვის, ბრალდებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.