ცნობილია როდის დაიწყება ძლიერი სიცხეები საქართველოში
1781552028
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნები გააფრთხილა, რომ ამერიკული სადაზვერვო უწყებების მიერ მოპოვებული ინფორმაცია სერიოზულ ეჭვებს აჩენს ირანის მზადყოფნასთან დაკავშირებით, დათანხმდეს იმ ბირთვულ დათმობებს, რომელთა მიღწევასაც ვაშინგტონი საბოლოო შეთანხმების ფარგლებში ცდილობს. ინფორმაციას AXIOS-ი სამი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, რეტკლიფი ტრამპის გუნდში ერთადერთი სკეპტიკოსი არ არის. შიდა დისკუსიების დროს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა შეშფოთება გამოთქვეს და კითხვები დასვეს ირანთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით.
ამავე დროს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეთანხმების მხარდამჭერ პოზიციას იკავებდნენ, წერს გამოცემა.
როგორც AXIOS-ი იუწყება, კვირის განმავლობაში, შეთანხმების გამოცხადებამდე, ტრამპსა და მის მრჩევლებს შორის არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა.
ორი წყაროს ინფორმაციით, ამ შეხვედრების დროს განიხილებოდა სხვადასხვა ამერიკული სადაზვერვო სააგენტოს მიერ შეგროვებული მონაცემები, რომლებიც მიუთითებდა, რომ ირანის ოფიციალური პირების შიდა საუბრებში შეთანხმების შესახებ გამოთქმული პოზიციები არ ემთხვეოდა იმას, რასაც ისინი შუამავლებსა და ამერიკულ მხარეს ეუბნებოდნენ.
იმავე წყაროების ცნობით, რეტკლიფმა და რუბიომ აღნიშნეს, რომ არსებული სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე ეჭვი ეპარებოდათ, დათანხმდებოდა თუ არა ირანი იმ ბირთვული ნაბიჯების გადადგმას, რასაც ვაშინგტონი მოითხოვს.
„სადაზვერვო ინფორმაცია აჩვენებს, რომ ირანის რეალური განზრახვები შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეესაბამება“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.