„ბრძოლის წინ, ილიას დედასთან გადაღებული ფოტო...“ - აქამდე უცნობი დეტალები, ჩემპიონის უფროსი შვილის დედაზე

თოფურია

ილია თოფურიას უფროსი ვაჟის, ჰუგო თოფურიას დედის შესახებ მედიაში ცოტა რამ მოიძებნება. როგორც უცხოური გამოცემები წერენ, ილიამ წარსულში მათი ურთიერთობა დამალა. თუმცა, როგორც ახლანდელი კადრებიდან ჩანს, ჰუგოს დედას, ესპანელ, პილარ კასანოვს ილიას ოჯახთან თბილი და ცივილური ურთიერთობა აქვს. ამას მოწმობს ილიას დედის instagram ისტორიაც, სადაც ჩანს, რომ პილარი, ინგა თოფურიასთან გადაღებულ ფოტოს აზიარებს წარწერით: „deda“ 

ილია თოფურიამ თეთრ სახლში UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ის ჯასტინ გეიჯის შეხვდა. გამარჯვება ამერიკელს დარჩა.

ილია თოფურიასთან დაკავშირებით, UFC-ის ხელმძღვანელმა, დანა უაითმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ილია საავადმყოფოშია. „ბევრი ზიანი მიიღო. ექიმი არ ვარ, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, რომ თვალბუდის ძვალი ჰქონდა ჩამტვრეული. დანამდვილებით არ ვიცი ჯერ, თუმცა ამას ვვარაუდობ.

ილიას დღევანდელი ბრძოლის შედეგს ეხმიანება ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც მეგობარს მხარდაჭერა გამოუცხადა.