ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბირთვული ინსპექტორები ირანში დაბრუნდებიან და ეს შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბირთვული ინსპექტორები ირანში დაბრუნდებიან. მისივე თქმით, ეს შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.

ვენსის თქმით, შეთანხმების საკვანძო ელემენტია საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს, აშშ-სა და ირანის თანამშრომლობა თეირანში გამდიდრებული ურანის მარაგების განადგურების მიზნით.

„ეს ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი მემორანდუმში“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე ტექნიკური დეტალი, ძირითადად შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული, ჯერ კვლავ მოლაპარაკებებს საჭიროებს. მისივე თქმით, 19 ივნისამდე შესაძლოა, ბირთვული ინსპექციების დაწყების თარიღიც განისაზღვროს.

„რამდენიმე ტექნიკური დეტალი ჯერ კიდევ შესათანხმებელია, ძირითადად განხორციელებასთან და არა თავად მემორანდუმის ტექსტთან დაკავშირებული“, – განმარტა ჯეი დი ვენსმა.

ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აღიარებენ, რომ ირანის მიდგომა აშშ-თან ურთიერთობაში ბოლო 47 წლის განმავლობაში შეცდომა იყო და ახალი მიდგომაა საჭირო.