1747676647
არჩილ გორდულაძე: ნებისმიერ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის რა ზომა უნდა იყოს გამოყენებული და რა არის საკმარისი, ან არასაკმარისი, ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის სამართლიანი სასამართლოს გადასაწყვეტი

ნებისმიერ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის რა ზომა უნდა იყოს გამოყენებული და რა არის საკმარისი, ან არასაკმარისი, ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის სამართლიანი სასამართლოს გადასაწყვეტი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გერმანიის ელჩის აღიარებაზე საუბრისას.
„არც ერთ ელჩს და არც ერთ დიპლომატს არ აქვს იმის უფლებამოსილება და არ უნდა მისცეს თავს უფლება, რომ მიუთითოს სასამართლოს თუ რა ღონისძიება უნდა იყოს გაკეთებული, როგორც კერძო, ასევე საერთო პრევენციის მიზნიდან გამომდინარე. ჩვენ არავისზე ნაკლები სახელმწიფო არ ვართ და როგორც გერმანელებს აქვთ უფლება, რომ თავიანთი სახელმწიფოებრიობა დაიცვან, ისევ აქვს საქართველოს კანონმდებელს უფლება, რომ დაიცვას ქართული სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
გერმანიის ელჩი მზია ამაღლობელის ბრალეულობას ადასტურებს, თუმცა პრობლემას ხედავს სასჯელის პროპორციულობაში. პიტერ ფიშერის ამ განცხადების ფონზე, მმართველი გუნდი ამბობს, რომ ელჩების ნაწილი დიპლომატიურ ჩარჩოს გასცდა და სასამართლოზე გავლენის მოხდენას ცდილობს.დიპლომატების მხრიდან მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობას ვერ ხედავს ოპოზიცია.