ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 25 საფეხურით დაწინაურდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ჩატარებული ჩელენჯერის ტურნირის ფინალში გავიდა, ამ მიღწევით კი პროფესიონალ ჩოგბურთელ მამაკაცთა (ATP) მსოფლიო რეიტინგში 25 საფეხურით დაწინაურდა და ახლა 132-ე ადგილზეა.

საფრანგეთში გამართული ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი ჯოვანი მპეტში პერიკართან სამ სეტში, 3:6, 7:6 (7:5), 5:7 დამარცხდა, თუმცა 90 სარეტინგო ქულას მოუყარა თავი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში დარჩება და წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირის, როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. მისი პირველი მეტოქე ნიდერლანდელი გის ბროუერი იქნება.