1747684516
გიორგი ღოღობერიძე ასახელებს მსხვილი ნაწლავის კიბოს გამომწვევ ორ პროდუქტს, რომელსაც უნდა მოვერიდოთ

ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ასახელებს პროდუქტებს, რომლის მირთმევაც მსხვილი ნაწლავის კიბოს გამომწვევია.
„მოერიდეთ დამუშავებულ ხორცს. აქ მოიაზრება ძეხვი, სოსისი, ბეკონი. მასში ბევრი ნიტრატი, ნიტრიტი, ჰეტროციკლური ამინები, პოლიციკლური წყალბადები და კიდევ ბევრი სხვა. ესენი ზრდიან ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედების დნმ-ის დაზიანების ხარისხს. საბოლოოდ, როცა ადამიანი გახდება 45 წლის ზევით, სიმსივნის განვითარებას უწყობენ ხელს. ამიტომაც მოერიდეთ.
მეორე, ეს არის წითელი ხორცი. მით უმეტეს შემწვარი, მოიაზრება საქონლის. შემწვარი ხორცი ასევე ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს, რადგან მათში ძალიან ბევრია ჰემური რკინა, რაც იწვევს ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას და მერე სიმსივნის განვითარებას.
თუ ამ პროდუქტებს მაინც მიიღებ, ეცადე, რომ მათთან ერთად, დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი მოიხმარო, იმიტომ, რომ მათში შემავალი ბოჭკოები შედარებით ამცირებენ ტოქსინების ნაწლავებზე ზემოქმედების სიხშირეს. ასე რომ, იკვებე უსაფრთხოდ,“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.