1750577424
ურანი ფორდოუდან აშშ-ის იერიშამდე გაიტანეს - ირანის ოფიციალური პირები

ირანის მაღალჩინოსნებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ მაღალი ხარისხით გამდიდრებული ურანი ფორდოუს ბირთვული სადგურიდან აშშ-ის იერიშამდე გაიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ფორდოუს პერსონალის რაოდენობა მინიმუმამდე იყო შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ ირანის 3 ძირითად ბირთვულ სადგურზე იერიში მიიტანა. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ტიპის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.