ავარია რიკოთზე - არის მსხვერპლი
1750612535
უმა თურმანმა - მოკალი ბილის წარმატებულ ფრენჩაიზში მონაწილეობის შემდეგ — მძაფრსიუჟტიანი ფილმებისგან დიდხნიანი პაუზა აიღო. თუმცა, თითქმის, 21 წლიანი ლოდინის შემდეგ მსახიობმა გაგვიმხილა, რომ ამ ჟანრში ბრუნდება ფილმით — ძველი გვარდია 2.
ოსკაროსანმა მსახიობმა, 17 ივნისს, ჯიმი ფელონის შოუში აღნიშნა, რომ ამ ჟანრისგან პაუზა სწორედ იმიტომ აიღო, რომ იგი ჰოლივუდში არ ყოფილიყო ცნობილი, როგორც მხოლოდ მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მსახიობი.
"მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა ფილმ მოკალი ბილის შემდეგ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში, რადგან არ მინდოდა ვყოფილიყავი "B კატეგორიის მსახიობი", — განუცხადა მან წამყვან ჯიმი ფელონს და განმარტა — "ფილმ მოკალი ბილის გამოსვლის შემდეგ მუდმივად გესმის, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რას გააკეთებ შემდეგ, ამიტომ სხვა ჟანრებში მონაწილეობა გადავწყვიტე".
მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ძველ გვარდიაში მონაწილეობის შემოთავაზება იყო ერთგვარი შანსი, რომ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში ბედი კიდევ ერთხელ ეცადა. მისი აზრით, ფილმის სიუჟეტი ძალიან განსხვავებული და საინტერესოა.
ძველი გვარდია 2-ს ფილმის პირველ ნაწილში მონაწილე მსახიობების უმეტესობა უბრუნდება, მათ შორის ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან — შარლიზ ტერონი, კიკი ლეინი, მარვან კენზარი, ვერონიკა ნგო და სხვები. უმა თურმანი ფილმში ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს და შარლიზ ტერონის პერსონაჟს დაუპირისპირდება, ხოლო ფილმს ძალიან მალე, 2 ივლისს, ნეტფლიქსზე ვიხილავთ.
მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა მას შემდეგ, რაც თურმანს ხმალი აღარ სჭერია, მან თქვა, რომ ძველი გვარდია 2-ისთვის ვარჯიშს დიდ დროს არ უთმობდა. თუმცა, ეს მისი არჩევანი არ ყოფილა.
"ნეტავ, მევარჯიშა", — განუმარტა მან ფელონს და გაიხსენა, — "არა, ბოლო წამს გადავწყვიტე ამ ფილმში მონაწილეობის მიღება, ამიტომ წინასწარ არ მოვმზადებულვარ და ვფიქრობდი... კი, მგონი, ხმალი ასე უნდა დავიჭირო".
საინტერესოა ისიც, რომ თურმანი დიდად არ ღელავდა ინტენსიური ბრძოლების გადაღებაზე, პირიქით, მან წამყვანს აუხსნა, რომ მას კამერასთან უფრო ჭამა ურთულდებოდა.
არა, გადაღების დროს ჭამა არის... პირველ რიგში, ბევრი კადრის გადაღება გიწევს, მენიუს შენ არ ირჩევ, ხანდახან უნდა ილაპარაკო და პარალელურად ჭამო, შემდეგ კი იწყებ ფიქრს, "ვაიმე, ნეტავ არ გადამცდეს", — ამბობს ოსკაროსანი მსახიობი.
მსახიობმა ასევე გაგვანდო, რომ იგი, შესაძლოა, ძველი გვარდიის მესამე ნაწილშიც ვიხილოთ.
თუმცა, როგორც ჩანს, ძველი გვარდიის მესამე ფილმის გამოსვლის შანსი უფრო დიდია, ვიდრე თურმანის მოკალი ბილი: ტომი 3-ში გამოჩენის შანსი.
"ამაზე წლების განმავლობაში მსჯელობდნენ და რეალურად იყო ვარაუდები, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია რა მოხდება", — თქვა მან 2022 წლის თებერვალში გადაცემა The Jess Cagle Show-ში — "არ მინდა, რომ გულშემატკივრებს გული დავწყვიტო, თუმცა ჯერჯერჯობით არ იგეგმება ფილმის ახალი ნაწილის გამოსვლა".
უმა თურმანის გულშემატკივრებს ისღა დაგვრჩენია, ძველი გვარდიისპირველ ნაწილს კიდევ ერთხელ ბეჯითად გადავავლოთ თვალი და მოთმინებით დაველოდოთ ფილმის პრემიერას 2 ივლისს.