ძლიერი მაგნიტური შტორმი 25 ივნისს პლანეტას დაფარავს - რამდენ ხანს გაგრძელდება ის
1750791942
ირანთან ცეცხლის შეწყვეტის ფონზე, ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა განაცხადა, რომ „ფენომენალური მიღწევის მიუხედავად, მყარად უნდა ვიდგეთ. წინ მრავალი გამოწვევა გველის. ფოკუსირებულნი უნდა დავრჩეთ - დასვენების დრო არ არის“.
„ჩვენ დავასრულეთ მნიშვნელოვანი თავი, მაგრამ ირანის წინააღმდეგ კამპანია არ დასრულებულა. ჩვენ შევდივართ ახალ ფაზაში, რომელიც ეფუძნება მიმდინარე ოპერაციის მიღწევებს. ჩვენ წლებით უკან დავწიეთ ირანის ბირთვული პროექტი და იგივე შეიძლება ითქვას მის სარაკეტო პროგრამაზეც“, - აღნიშნა ეიალ ზამირმა.
„ახლა ყურადღება ღაზაზე გადადის, რათა მძევლები დავაბრუნოთ სახლში და „ჰამასის“ მმართველობა დავამხოთ“, - დასძინა მან.