„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელი ირანს აღარ შეუტევს.
„ისრაელი ირანს არ შეუტევს. ყველა თვითმფრინავი უკან, სახლში დაბრუნდება და ირანს „მეგობრულ სიგნალს“ გაუგზავნის. არავინ დაშავდება, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია!“, - დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ისრაელმა ირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. ებრაული მხარის მტკიცებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ოფიციალური თეირანი ბრალდებებს უარყოფს.
გვიან ღამით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება. მოგვიანებით, ირანი და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას ოფიციალურად დათანხმდნენ.