ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1781544019
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არიან, „რაღაც გააკეთონ“ უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამის შესახებ ტრამპმა ევიანში, დიდი შვიდეულის სამიტის წინ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კვირას მას „კარგი“ სატელეფონო საუბრები ჰქონდა, როგორც ზელენსკისთან, ისე პუტინთან.
„გუშინ ძალიან კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ პუტინთან. ვხედავ, რომ შესაძლოა, შევძლოთ ამ მიმართულებით რაღაცის გაკეთება. ნამდვილად ასე ვფიქრობ. ვფიქრობ, ორივე მხარე ამისთვის მზად არის“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ის ყურადღებას გაამახვილებს უკრაინაში ომის შეწყვეტაზე და შეეცდება, გაარკვიოს, „შეძლებენ თუ არა ამის მიღწევას“.
„ამ საკითხზე ვიმუშავებთ და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას. ყოველთვიურად იღუპება 25 ათასი ადამიანი, ძირითადად სამხედროები და ეს არ უნდა ხდებოდეს. გუშინ ორი ძალიან კარგი საუბარი მქონდა. ამაზე კიდევ ვისაუბრებთ“, — განაცხადა ტრამპმა.