ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

ხანძარი ბათუმში

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე არსებულ კორპუსში ხანძარია. ინფორმაციას და კადრებს „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

ცეცხლი მე-19 სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გაჩნდა.

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. 

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.