VIDEO: ყველა ხედავს, თუ როგორი არაჯანსაღი სიტუაციაა, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის ფლაგმანი, მანამ იქნება პრობლემა გაერთიანებულ ოპოზიციაში - ირაკლი ჭეიშვილი

ირაკლი ჭეიშვილი

„რაც შეეხება ოპოზიციურ ველს, ყველა ხედავს, თუ როგორი არაჯანსაღი სიტუაცია არის, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის ფლაგმანი, მანამ იქნება პრობლემა გაერთიანებულ ოპოზიციაში, ის რომ, დღეს ნაციონალურ მოძრაობას აქვს რეგრესი, მარტო მეტყველებს იმაზეც, სააკაშვილის  განცხადებას ნახავდით,  სადაც ნანუკა ჟორჟოლიანს მოუწოდა, რომ შეუერთდეს თავის გუნდს, რა დღეშია „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი არის მაშველი რგოლი...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა  გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ  სივრცეში“ განაცხადა.