1692302192
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის დარტყმებამდე ირანის ბირთვული ობიექტებიდან არაფერი წაუღიათ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის დარტყმებამდე ირანის ბირთვული ობიექტებიდან არაფერი არ წაუღიათ.
„ადგილზე მყოფი მსუბუქი და პატარა სატვირთო მანქანები ბეტონის მუშების საკუთრება იყო, რომლებიც შახტების ზედა ნაწილის დაფარვას ცდილობდნენ. ობიექტიდან არაფერი წაუღიათ. ძალიან დიდი ხანი დასჭირდებოდა, ძალიან საშიში იქნებოდა, ძალიან მძიმე და გადაადგილება რთული იქნებოდა“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
დონალდ ტრამპის განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის მიერ პენტაგონში გამართული პრესკონფერენციის დასრულებიდან რამდენიმე წუთში გაკეთდა, სადაც ჰეგსეთმა მსგავსი მოსაზრება გამოთქვა.
„არ ვიცი არცერთი სადაზვერვო ინფორმაციის შესახებ, რომლისთვისაც გადამიხედავს და რომელიც ადასტურებს, რომ საგნები არ იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო – გადაადგილებული იყო თუ სხვაგვარად“, – განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.