სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

მიქაელ აჯაფახიანი

სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ამის შესახებ სომხურ მედიას ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

გავრცელებული ცნობით, სომხეთის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ხელისუფლების უზურპაციის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, სუვერენიტეტზე უარის თქმის ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯარო მოწოდებებს გულისხმობს.