ჯარიმა 300-დან 500 ლარამდეა - გაფრთხილება მოსახლეობას
1752524437
შვედეთი უკრაინისთვის იარაღის სწრაფ მიწოდებას გააგრძელებს, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.
კრისტერსონის თქმით, მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლებელს ხდის უკრაინისთვის უფრო თანამედროვე იარაღის მიწოდებას და მნიშვნელოვნად ზრდის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლას.
„ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად, შვედეთი გააგრძელებს უკრაინისთვის სწრაფი და არსებითი იარაღის მიწოდების ხელშეწყობას. დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მალე გავერთიანდებით, რათა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომი დავასრულოთ, მით უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება“, – წერს კრისტერსონი.