16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1752607860
ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულად გამორთვის გამო, დიღმის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს 14:40 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.
„დღეს, 15 ივლისს, 14:40 საათზე ავარიულად გამოირთო 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „დიდუბე 4“ და ქვესადგურში „დიდუბე 220“ არსებული ავტოტრანსფორმატორი. შედეგად, დიღმის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 15:05 საათზე სრულად მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.