„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი დღეს თავისი ისტორიის საბედისწერო ეტაპს გადის, როცა მსოფლიო წესრიგის მომავალი დგინდება.
მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნები იყო და რჩება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, ასევე, რუსეთის პოზიციის განმტკიცება მსოფლიო ასპარეზზე.
"დღეს ჩვენი ქვეყანა თავისი ისტორიის საბედისწერო ეტაპს გადის. გადაჭარბებული არ არის იმის თქმა, რომ მსოფლიო წესრიგის მომავალი დგინდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დაჟინებით და შემოქმედებითად მუშაობა მსოფლიო ასპარეზზე", - თქვა ლავროვმა.
მისი მტკიცებით, რუსეთი პარტნიორებთან ერთად ხელს შეუწყობს „კონსტრუქციულ, გამაერთიანებელ დღის წესრიგს“.