„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს, ანტონ კოვალსკის, დაავალა, წინასასამართლო გამოძიებათა ერთიან რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას შესაძლო დანაშაულის შესახებ.
საუბარია დეპუტატებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ კონვერტებით ფულის გადაცემის ეჭვზე.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ცნობით, უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლემ მარკიან გალაბალამ ორგანიზაციის საჩივარი დააკმაყოფილა. საჩივარი გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის უმოქმედობას ეხებოდა. ახლა კოვალსკი ვალდებულია, არახამიას შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია რეესტრში დაარეგისტრიროს.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა განცხადება 19 ოქტომბერს შეიტანა. ვარაუდობდნენ, რომ „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელი დეპუტატებს ხმის მიცემისთვის კონვერტებით ფულს აძლევდა. კოვალსკიმ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა და განცხადება ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს გადაუგზავნა. გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აღნიშნულ გარემოებებს ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიურო უკვე იძიებს.
ცენტრი აღნიშნავს, რომ დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლის საქმის რეგისტრაცია მხოლოდ გენერალურ პროკურორს ან ამ თანამდებობის მოვალეობის შემსრულებელს შეუძლია. ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში კი დაადასტურეს, რომ რეესტრში შესაბამისი ინფორმაციის შეტანის გარეშე ბიურო არახამიას შესაძლო ქმედებებს ვერ გამოიძიებს.
ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ გამოააშკარავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის წევრებიც მოქმედი დეპუტატები იყვნენ. გამოძიების მონაცემებით, დაჯგუფების წევრები სისტემატურად იღებდნენ უკანონო სარგებელს უმაღლეს რადაში საჭირო გადაწყვეტილებებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ.
პროკურორებმა ბრალი ხუთ დეპუტატს წარუდგინეს, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, ხმის მიცემების სანაცვლოდ ქრთამის იღებდნენ. უკანონო სარგებლის ოდენობა 2 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობდა.
გარდა ამისა, 2025 წლის ბოლოს დეპუტატებისთვის კონვერტებით ფულის გაცემის საქმეზე დავით არახამიას თანაშემწე გაჩხრიკეს.