საბა მუნჯიშვილი

1793822928

„სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის წინაშე... ნათელი მის პატარა სულს“ - გურჯაანში ავარიის შედეგად დაღუპულ პირველკლასელს ემშვიდობებიან

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული პირველკლასელი საბა მუნჯიშვილია.წუხელ, გვიან ღამით მომხდარ ავარიაში მისი მშობლები და 2 წლის და დაშავდნენ. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ბავშვის მამა მართავდა, ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი მიმდებარე ხევში გადავარდა.ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ოჯახის სამი წევრი კი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. სამივე დაშავებულს მოტეხილობები აღენიშნება.2 წლის გოგონას მენჯის ძვალი აქვს გატეხილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახი აჭარიდან სოფელ კოლაგში ორი წლის წინ გადმოსახლდა.შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.ავარიის შედეგად დაღუპულ პირველკლასელს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.„პატარა საბა… რამდენი ოცნება და სიხარული უნდა ყოფილიყო ჯერ კიდევ წინ… სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის წინაშე. ნათელი მის პატარა სულს“.„სკოლაში წასვლა, მეგობრებთან თამაში, ბავშვობის ბედნიერი დღეები… ყველაფერი ერთ წამში დასრულდა. ღმერთმა ძალა მისცეს ოჯახს ამ ენით აუწერელი ტკივილის გასაძლებად“.„ყველაზე მძიმე მაშინ არის ცხოვრება, როცა ბავშვი გვტოვებს… საბას ჯერ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. მშვიდად განისვენე, პატარა ანგელოზო“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ლენტა

1793786609

შემზარავი ავარიის დეტალები - „ერთი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, პატარა დას მოტეხილობა აქვს“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის წევრი, 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა.ავარიის შედეგად დაშავდნენ დაღუპულის მშობლები და 2 წლის და. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.მანქანა მოცურდა, თავდაპირველად ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა. 9 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულები კი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანეს.კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის ინფორმაციით, სამივეს მოტეხილობები აღენიშნება. 2 წლის გოგონას კი მენჯის ძვალი აქვს გატეხილი.მამამ, რომელსაც ასევე მოტეხილობა ჰქონდა, ბავშვის დაღუპვის გამო, კლინიკა უკვე დატოვა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

პატრული

1793522438

თელავში, ცოლზე ძალადობის გამო, მამაკაცი დააკავეს

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, მამაკაცმა, რომელმაც საპატიმრო წინა დღეს დატოვა, ცოლზე ფიზიკურად იძალადა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. შემთხვევა, წუხელ მოხდა. მამაკაცმა, რომელმაც საპატიმრო წინა დღეს დატოვა, მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცის მხრიდან ძალადობას, ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც მეზობლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ნაცემი ქალი კი ტერიტორიას გაარიდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

აკაკი დემუროვი

1792572711

გურჯაანში, ორი კვირის წინ დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გურჯაანში ორი კვირის წინ დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 72 წლის აკაკი დემუროვს ერთ-ერთმა მწყემსმა სოფელ ჩუმლაყში, საავტომობილო გზის ხიდთან მიაგნო და ოჯახს დაუკავშირდა. მამაკაცის ცხედქრი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. აკაკი დემუროვი სახლიდან 8 ოქტომბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო სამსახური იყვნენ ჩართული. სპეციალისტებმა დრონიც გმოიყენეს და სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებიც შეისწავლეს, თუმცა მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდებოდა.

ვალერი იმედაშვილი

1792058253

„კურიერად მუშაობდა, მოპედით გადაადგილდებოდა და ავტობუსს შეეჯახა...“ - ტრაგიკული ავარიის დეტალები ცნობილია

გუშინ, თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ემსხვერპლა.ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი „გლოვოს“ კურიერად მუშაობდა და მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტობუსს შეეჯახა.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მიღებული მძიმე ტრავმების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.ვალერი იმედაშვილი ოჯახთან ერთად რუსთავში ცხოვრობდა. გარდაცვლილის ცხედარი მშობლიურ სოფელ გავაზში გადაასვენეს. 

აკაკი დემუროვი

1791794657

მეოთხე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 72 წლის მამაკაცს ეძებენ

სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები აკაკი დემუროვი სახლიდან 8 ოქტომბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.დემუროვის შვილის ინფორმაციით, მამამისს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამიტომ მისი ვარაუდით, მამაკაცი შორს წასვლას ვერ შეძლებდა.აკაკი დემუროვი, ბოლოს, მეზობლებმა საკუთარ უბანში ნახეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.სპეციალისტებმა ორჯერ გამოიყენეს დრონი, ასევე დაათვალიერეს სათვალთავალო კამერების ჩანაწერები, თუმცა მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენა ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.დაკარგული მამაკაცის საძიებო პროცესში, ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.ინფორმაციის შემთხვევაში დარეკვა შესაძლებელია ნომერზე: 555 45 15 21.

policiis lenti

1790529020

თელავში ავტომობილი კორპუსის კედელს შეეჯახა - რა ინფორმაცია გავრცელდა ადგილიდან

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ჯერ სხვა მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ კი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის კედელს.შეჯახების შედეგად მოტეხილია ხე და წაქცეულია ტროტუარზე დამონტაჟებული დამცავი ბოძი.მძღოლის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დაბნეულობის გამო მოუხდა. მან სამართალდამცველებს განუმარტა, რომ ღვედი არ ეკეთა და მოეჩვენა, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოედევნა.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.დაზიანებული ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.პოლიციამ მოკვლევა დაიწყო.

policiis lenti

1790507026

კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილი 27 წლის მამაკაცია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ საბათლოში მოხდა.ადგილობრივების ინფორმაციით, სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდა მშობლიურ სოფელში, თანაკლასელს ესტუმრა.უკან დაბრუნებისას, მისი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, საბათლოში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა და კონსტრუქციის ნაწილი დაანგრია.ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე ტრავმები მიიღო ავტომობილში მყოფმა 35 წლის მამაკაცმა. დაშავებული 112-ის ბრიგადამ დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ჯანმრთელობის გამო, კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისის ერთ ერთ საავადმყოფოში მოათავსა.შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს.

პროკურატურა

1789974134

ჩალაუბანში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანი იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მოქალაქეებს, რის შედეგადაც ორი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი პირი ჯანმრთელობის დაზიანებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰაკერები

1789930860

ფოტოების წაშლის სანაცვლოდ თანხას ითხოვდნენ... ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში არასრულწლოვანი გოგონების ფოტოების გამოქვეყნების, შეურაცხმყოფელი წარწერებისა და ერთ-ერთ პლატფორმაზე გავრცელების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, იძულების ფაქტზე მიმდინარეობს.რამდენიმე დღეა, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები TikTok-ის პლატფორმაზე სხვადასხვა ანგარიშებს ქმნიან და სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები გოგონების ფოტოებს დამამცირებელი შინაარსის წარწერებით აქვეყნებენ.მასალის წაშლის სანაცვლოდ, ისინი თანხას ითხოვენ და მოქალაქეებს “კრისტალის“ ანგარიშზე არიცხინებენ.მსგავსი შემთხვევა რამდენიმე თვის წინ, საგარეჯოშიც დაფიქსირდა. პოლიციამ ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა

avaria

1789753211

მძიმე ავარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში - არიან დაღუპულები და დაშავებულები

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია ორი ადამიანი.შემთხვევა სოფელ ნუკრიანთან მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, ფორდის მარკის სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსების დროს, მას მეორე, მერსედესის მარკის სატვირთო შეეჯახა.შეჯახების შედეგად ფორდის სატვირთოში მყოფი მგზავრებიდან ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცია.დაშავებულები 112-ის ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

policiis lenta

1789317090

შსს-მ სოფელ იორმუღანლოში, 40 წლის კაცის სასტიკად ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში,40 წლის კაცს სასტიკად სცემეს.შემთხვევა კაფეში მოხდა. ერთ-ერთი ადგილობრივის დაბადების დღის აღსანიშნავ სუფრასთან დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.ყოფით ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი უთანხმოების გამო, რამდენიმე ახალგაზრდამ 40 წლის მამაკაცი შენობის გარეთ გაიყვანა და სასტიკად სცემა.ნაცემი საგარეჯოს სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, მას დაზიანებები გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიღებული.შსს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.უწყებაში განმარტავენ, რომ დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა დადგენილია და მათთვის ბრალის წარდგენის საკითხი ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდება

✕