რატომ ეკავა ჩანთა მუდამ ხელში ელისაბედ II-ს - დედოფლის ქცევის საიდუმლო ამოხსნილია

დედოფალი ელისაბედი

აქსესუარებს, ფერებსა და სამოსს დიპლომატიური თუ საზოგადოებრივი გზავნილების გადასაცემად ხშირად იყენებდა დედოფალი ელისაბედი. 

თუ დედოფლის მოღვაწეობას თვალს გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ ის ყოველთვის ნათელ და საკმაოდ კაშკაშა ფერის ტანისამოსს ანიჭებდა უპირატესობას.  მოდის ექსპერტების თქმით, ამას ელისაბედი იმიტომ აკეთებდა, რომ ადამიანებისთვის მარტივად დასანახი ყოფილიყო  - სადაც არ უნდა მდგარიყვნენ ისინი. ამით მონარქი ხალხის მიმართ თანადგომას გამოხატავდა და აჩვენებდა, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყო.

სოციალური გზავნილების გადასაცემად, ის ხელჩანთასაც აქტიურად იყენებდა.  როგორც სამეფო ოჯახის თემებზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, როდესაც დედოფალი ჩანთას მაგიდაზე დებდა, ამით მიანიშნებდა, რომ სურდა, 5 წუთში დაეტოვებინა შეხვედრა, რომელზეც იმყოფებოდა.

თუ საჯარო შეხვედრისას ჩანთა ხელიდან ხელში გადაჰქონდა - ამით პერსონალს „გადარჩენის სიგნალს“ აძლევდა, რათა არასასიამოვნო საუბრის დასასრულებლად შესაბამისი ზომებისთვის მიემართათ. ისინი ყველაფერს ტექნიკურად აკეთებდნენ. მაგალითად, ვიღაც მოვიდოდა პერსონალიდან ამ დროს და ეტყოდა: „კენტერბერის მთავარეპისკოპოსს ძალიან სურს თქვენთან შეხვედრა“ და ა.შ.