მამაკაცი არარსებული ქვეყნის ელჩად 7 წლის განმავლობაში მუშაობდა - ის ინდოეთის პოლიციამ დააკავა

ინდოეტი

ინდოეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც  არარსებული ქვეყნის ელჩად თავს 7 წლის განმავლობაში ასაღებდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, 47 წლის ჰარშვარდჰან ჯაონი თავს „უესტარტიკას ბარონს" უწოდებდა. ის ყალბი დოკუმენტებსა და ფოტოშოპით დამუშავებულ ფოტოებს იყენებდა, რომლებშიც  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან და მთავრობების მეთაურებთან ერთად არის აღბეჭდილი.

გამოძიების თანახმად, მან შენობა დაიქირავა, სადაც  არარსებული ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები მოაწყო. აქედან ერთს „სებორგა“ უწოდა, მეორეს კი – „დასავლეთი არქტიკა“. ჩხრეკისას პოლიციამ  ოთხი ავტომობილი ჩამოართვა, რომელსაც ყალბი დიპლომატიური ნომრები ჰქონდა.მამაკაცი ადგილობრივ მოსახლეობას უცხოეთში დასაქმებას ჰპირდებოდა და ამ გზით თანხებს სძალავდა.