1758468418
კლავიატურა ტუჩსაცხით — Lofree ახალ დიზაინს გვაცნობს

მექანიკური კლავიატურების მწარმოებელმა კომპანია Lofree-მ Lipstick Mechanical Keyboard გამოუშვა, Tri-Mode Wireless Numpad-ს შეუსაბამა და კლავიატურაზე ყოველდღიურად მუშაობას სულ სხვა ელფერი შესძინა. ეს უკანასკნელი, პირდაპირი გაგებით — ტუჩსაცხის 5 ფერის ინსპირაციით შეიქმნა, რომელიც კრემისფერიდან ალუბლისფერში გადადის.
ამ მექანიკურ კლავიატურას 84 კლავიში აქვს, რითაც ერთდროულად კომპაქტურიცაა და პრაქტიკულიც. მეტი სრულყოფისთვის აქ მატი ტუჩსაცხის ღილაკიც დაგხვდებათ, რომელიც ESC-ის ფუნქციას შეითავსებს.
ბატარეაც შესანიშნავი აქვს და რამდენიმე დღის მანძილზე შეუფერხებლად მუშაობას გვპირდება. კლავიატურის დაკავშირებას macOS-ზე, Windows-ზე, iOS-სა და Android-ზე შეძლებთ, როგორც USB-C-ის კაბელით, ისე 2.4GHz უკაბელო ვარიანტითა და Bluetooth 5.3-ით. 7 ეფექტის მქონე თეთრი LED განათებით კი ხილვადობაც უმჯობესდება.
მეტიც, კალკულატორიც მოჰყვება, იმავე თემატიკითა და 20 ღილაკით.
Lipstick Mechanical Keyboard-ის ფასი 189 დოლარია, ხოლო კლავიატურის 79$.