კაროლინას შტატის საერთაშორისო აეროპორტიდან American Airlines-ის 5 მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

American Airlines-ის 5 მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აშშ-ში, კაროლინას შტატის საერთაშორისო აეროპორტიდან, American Airlines-ის 5 მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მაიამიდან მომავალი თვითმფრინავი ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა. ინფორმახიას cbsnews-ი ავრცელებს.

American Airlines-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი "მოულოდნელ" ტურბულენტურ ზონაში აღმოჩნდა, თუმცა აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.

"American Airlines-ის რეისი 1286, რომელიც მაიამიდან როლი-დარემის მიმართულებით მიფრინავდა, მოულოდნელი ტურბულენტობის შემდეგ აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. მადლობას ვუხდით ჩვენს ეკიპაჟს პროფესიონალიზმისთვის, ხოლო მომხმარებლებს სოლიდარობისთვის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.