ჯესი ჯეის, რომელსაც მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს ოპერაცია ჩაუტარდა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ჯესი ჯეი

ბრიტანელმა მომღერალმა Jessie J-მ გაამხილა, რომ მკერდის სიმსივნე აქვს.

37 წლის მომღერალმა თაყვანისმცემლებს დიაგნოზის შესახებ Instagram-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი აცნობა და დაწერა, რომ ექიმებმა დაავადება ადრეულ ფაზაში აღმოაჩინეს.

„ბოლო თვეების განმავლობაში უამრავი ტესტი გამიკეთეს. კიბო ნებისმიერ ფორმაში საშინელებაა, მაგრამ მე მანუგეშებს სიტყვა „ადრეული“, - თქვა მომღერალმა.

ახლა კი მან დაწერა, რომ ოპერაცია ჩაუტარდა.

,,მადლიერი ვარ ჩემი ქირურგის და ექთნების. ახლა ვისვენებ და შედეგს ველოდები. გაგიზიარებთ ამ მოგზურობის დადებით და რთულ მომენტებს"-წერს მომღერალი.