იტალიის 80-მდე ქალაქში აქცია მიმდინარეობს, შეფერხებებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რკინიგზა

აქცია

იტალიის 80-მდე ქალაქში ღაზაში არსებული ვითარების გასაპროტესტებლად პროფკავშირებმა აქცია მოაწყვეს და 24 საათით გაფიცვა გამოაცხადეს.

დემონსტრაციები იმართება, მათ შორის, რომში, მილანში, გენუაში სლოგანებით: „თავისუფლება პალესტინას“, „შეწყვიტეთ გენოციდი“, „ჩვენ, ყველანი, პალესტინელები ვართ“.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზები გადაკეტეს გენუაში. შეფერხებები შეეხო არაერთ საჯარო სექტორს, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და რკინიგზას, სკოლებს, კომუნალურ სამსახურებსა და პორტებს. მოქალაქეები მოითხოვენ, ისრაელს იარაღის ემბარგო დაუწესდეს.