გვინდა, 2026 წელს ნატო-ს სამიტს თურქეთში ვუმასპინძლოთ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს სურს, უმასპინძლოს 2026 წლის ნატოს სამიტს. ამის შესახებ ერდოღანმა ჰააგაში ნატოს სამიტზე გამგზავრებამდე მედიასთან ისაუბრა.

„ჩვენ გვინდა, ვუმასპინძლოთ ნატო-ს სამიტს თურქეთში 2026 წელს. ჩვენ გავმართავთ სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს ჩვენს მოკავშირეებთან, ლიდერებთან მოკავშირე ქვეყნებიდან“, – აღნიშნა ერდოღანმა.

ამასთან, ერდოღანმა ნატოს ფარგლებში თავდაცვის საშუალებების ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვების გაუქმება მოითხოვა.

„არ მიგვაჩნია სწორად მოკავშირეებს შორის თავდაცვის პროდუქტებით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესება. ეს დაბრკოლებები და შეზღუდვები უნდა გაუქმდეს, რაც შეიძლება მალე, ყოველგვარი „მაგრამ-ის“ და „თუ-ს“ გარეშე“, – განაცხადა ერდოღანმა.