გამოკითხვის თანახმად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 21.8% - ზელენსკის, 19.6 პროცენტი ზალუჟნის მისცემდა ხმას – უკრაინული მედია

ზალუჟნი და ზელენსკი

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები უახლოეს მომავალში რომ გაიმართოს, უკრაინელები პირველ ტურში ხმას, ძირითადად, მოქმედ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩს, ვალერი ზალუჟნის მისცემენ.

ამის შესახებ უკრაინული მედია სოციოლოგიური კვლევითი ცენტრის, „სოცისის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

აღნიშნული ორი კანდიდატის მიერ კენჭისყრის შემთხვევაში გამოკითხულთა 21.8 პროცენტი ზელენსკის მისცემდა ხმას, ხოლო 19.6 პროცენტი – ზალუჟნის. უკრაინული მედიის თანახმად, რესპონდენტთა დიდმა რაოდენობამ (24.7 პროცენტი) ვერ შეძლო არჩევანის გაკეთება.

შეთავაზებულ კანდიდატთა სიაში ასევე შედიოდნენ ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და სხვები. მეორე ტურში „სოცისის“ სოციოლოგია ზალუჟნის გამარჯვებას აჩვენებს, რომელსაც 41.4 პროცენტი მისცემდა ხმას, 27 პროცენტი – ზელენსკის, გამოკითხულთა კიდევ 15.7 პროცენტი კი ორივეს წინააღმდეგ მისცემდა ხმას.