„თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1751226440
ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს არ სჯერა, რომ რუსეთი მზად არის, უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს - უფრო მეტიც, ვლადიმირ პუტინს ოდესის აღება სურს, რათა უკრაინას მთავარ პორტზე წვდომა გადაუკეტოს, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს თქმით, პუტინს სჯერა, რომ ოდესა „ისტორიულად რუსული ქალაქია“. მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის მეთაურისთვის ამ ქალაქის აღება უკრაინის წინააღმდეგ ომის მთავარ მიზანს წარმოადგენს.
ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ჰააგაში გამართული ნატოს სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ის, რომ ალიანსი კვლავ რუსეთის შეკავებაზე ფოკუსირდა.
ასევე, მოკავშირეები შეთანხმდნენ თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე, რაც ამცირებს დაძაბულობას ევროპასა და აშშ-ს შორის.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჰააგაში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდა. გამოცემა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს შეხვედრა კარგად ჩატარდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური თვალსაზრისით, უკრაინის საქმეები უკეთესად მიდის, თუმცა, როგორც ჩანს, ომის კუთხით ვითარება უარესდება.
ნატოს ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ შემოდგომისთვის ფრონტზე სიტუაცია შესაძლოა სერიოზულად გაუარესდეს.
სამხედრო შეფასებები აჩვენებს, რომ როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოფიტვის წერტილს უახლოვდებიან.
მიუხედავად ამისა, რუსეთი, სავარაუდოდ, შეძლებს ოპერაციების ამჟამინდელი დონის შენარჩუნებას კიდევ ერთი წლის განმავლობაში, ხოლო უკრაინამ შესაძლოა თავისი შესაძლებლობების ზღვარს ექვს თვეში მიაღწიოს, თუკი მნიშვნელოვან სამხედრო მხარდაჭერას არ მიიღებს.