1751309999
დღეიდან სასამართლო სხდომები სატელევიზიო გადაღების გარეშე იმართება

დღეიდან სასამართლო სხდომები სატელევიზიო გადაღების გარეშე იმართება.
კანონში ამოქმედებული ცვლილების შემდეგ, დღეს ნიკა გვარამიას პროცესს ჟურნალისტები კამერების გარეშე დაესწრნენ.
ხვალ განაჩენი გამოცხადდება, დღეს კი მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.
ცნობისთვის, დღეიდან „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ შესული ის ცვლილებები ამოქმედდა, რომლითაც სასამართლოში მედიის მუშაობა შეიზღუდა.
სასამართლოს ეზოში, შენობასა და სხდომის დარბაზში დაუშვებელი გახდა ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს.
სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე ტრანსლაცია, შეიძლება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაუშვან.