როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
ბაქოში პოლიცია რუსული საინფორმაციო სააგენტოს Sputnik-აზერბაიჯანი ოფისში ოპერაციას ატარებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შენობა სამართალდამცველების კონტროლის ქვეშ მოექცა. პოლიციაში განაცხადეს, რომ ჩხრეკის დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.
გამოცემა Qafqazinfo წერს, რომ მედიაჯგუფ Россия сегодня-ში შემავალ Sputnik-აზერბაიჯანს საქმიანობა ოფიციალურად შეჩერებული იყო, თუმცა ოფისი კვლავ აგრძელებდა მუშაობას და სააგენტოს თანამშრომლები სამსახურში დადიოდნენ.
ჩხრეკა Sputnik-აზერბაიჯანის ოფისში მიმდინარეობს რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების გამწვავების ფონზე. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკატერინბურგში მასობრივად დააკავეს აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები, 2000-იანი წლების დასაწყისში ჩადენილი მკვლელობების გამო.