ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
1983 წლის 8 თებერვალს სანტექნიკოსი, სახელად მაიკ კატრანი ლონდონის ერთ-ერთ კორპუსში, 23 Cranley Gardens,-ში გამოიძახეს მილების გასაწმენდად. მოსახლეობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უკმაყოფილო იყო საცხოვრებლის სანიაღვრე სისტემით, მაგრამ იმ შემზარავ ამბავს, რომელიც მოგვიანებით გაირკვა, არავინ ელოდა. 8 თებერვალი კატრანისთვისაც ჩვეულებრივად მიმდინარეობდა იქამდე, სანამ კანალიზაციაში ადამიანის ხორცსა და ძვლებს აღმოაჩენდა.
როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, კორპუსში მცხოვრებმა დენის ნილსენმა 1978-1983 წლებში სულ მცირე 12 ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა და ყველა დანაშაული აუდიოჩანაწერებში დეტალურად აღწერა.
ნილსენი 1945 წლის 23 ნოემბერს, შოტლანდიაში დაიბადა და საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა. მის მშობლებს ხშირად ჰქონდათ პრობლემები ურთიერთობაში, რასაც საყვარელი ბაბუის გარდაცვალება დაემატა. ბიჭმა ადრეულ ასაკში გააცნობიერა, რომ ჰომოსექსუალი იყო, რაც ასევე დისკომფორტს უქმნიდა.
16 წლისა ის ჯარში წავიდა, სადაც მზარეულად და ყასაბად იმუშავა. 1972 წლიდან კი ის პოლიციელად მუშაობდა. მოგვიანებით მან სამუშაო შეიცვალა და სხვა მამაკაცთან ერთადაც გადავიდა საცხოვრებლად. მათ ერთად ორი წელი იცხოვრეს. მიუხედავად იმისა, რომ კაცმა მოგვიანებით ნილსენთან სექსუალური ურთიერთობა უარყო, ცხადი იყო, რომ მასთან დაშორება ნილსენისთვის მძიმე აღმოჩნდა.
კაცმა აქტიურად დაიწყო მამაკაცების სახლში მიპატიჟება, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ახალი სექსუალური პარტნიორი ტოვებდა, თავს მარტოსულად გრძნობდა, რის გამოც მათი მოკვლა დაიწყო.
„რაც უფრო ლამაზი იყო კაცი, მით უფრო დიდი დანაკარგისა და მწუხარების გრძნობა მრჩებოდა. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ისინი ახლა ცოცხლები იყვნენ“,- თქვა მან მოგვიანებით.
დენის ნილსენის პირველი მსხვერპლი 14 წლის ბიჭი იყო, რომელიც 1978 წელს, ახალი წლის ღამემდე ერთი დღით ადრე პაბში გაიცნო. კაცი მას ალკოჰოლის ჩუქებას დაჰპირდა და სახლში შეიტყუა. დალევის დროს კი ბავშვს ჩაეძინა. ნილსენს შეეშინდა, რომ ბიჭი მას მიატოვებდა, რის გამოც ის ჯერ ჰალსტუხით, შემდეგ კი წყალში დაახრჩო. მან ბავშვის ცხედარი აბანავა, სექსუალური კავშირი დაამყარა და მის გვერდით დაიძინა.
საბოლოოდ, ნილსენმა ბიჭის ცხედარი ბინის იატაკის ქვეშ გადამალა, სადაც რამდენიმე თვე დატოვა, რის შემდეგაც უკანა ეზოში დაკრძალა. კაცი აგრძელებდა ახალი მსხვერპლის ძებნას. ზოგიერთი ბიჭი უსახლკარო, ან სექსმუშაკი იყო, ზოგი კი ტურისტი, რომელიც არასწორ დროს არასწორ ადგილას ხვდებოდა. ვინც უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ნილსენს სურდა, ყველა მათგანი სამუდამოდ შეენარჩუნებინა.
სანამ კაცი 23 Cranley Gardens-ში გადავიდოდა, საკუთარ სახლში ცხოვრობდა, რომელსაც დიდი ბაღი ჰქონდა. ის გვამებს ბაღში კრძალავდა ან წვავდა.
მანამდე, გვამებს ცოცხალი ადამიანებივით ექცეოდა. მათთან ერთად წვებოდა, უყურებდა ტელევიზორს, აცმევდა და გარდაცვლილთან კავდებოდა სექსუალური აქტით.
„ცხედარი ნივთია. ვერ გრძნობს, ვერ იტანჯება. თუ ის უფრო გაბრაზებთ, რაც მე ცხედარს გავუკეთე და არა ის, რაც ცოცხალ ადამიანს, მაშინ თქვენი მორალი თავდაყირა დგას" - უთხრა მან გამომძიებლებს.
იმ სხეულის ნაწილების მოსაშორებლად, რომელთა შენახვაც არ სურდა, ნილსენი ხშირად ანთებდა ეზოში კოცონს და ადამიანის ნაწილებს საბურავებთან ერთად წვავდა.
1981 წელს მას ახალ სახლში მოუწია გადასვლა. იმის გამო, რომ 23 Cranley Gardens-ს არ ჰქონდა დიდი ეზო, ნილსენს სხეულის ნაწილების დამარხვის საშუალება აღარ ჰქონდა. მან ადამიანების ნარჩენების ტუალეტში ჩარეცხვა დაიწყო, თუმცა, შენობის სანტექნიკა ძველი იყო და მთლიანად მოიშალა.
კორპუსის მილების საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად, ადამიანის ნარჩენებით მარტივად მიაგნეს ნილსენის ბინას. პოლიციამ სახლში შესვლისთანავე იგრძნო გახრწნილი გვამების სუნი. როდესაც მას ჰკითხეს, თუ სად იყო გვამები, დენისმა მშვიდად მიანიშნა თავის გარდერობზე, სადაც დანაწევრებული გვამები ტომარაში ინახებოდა.
ჩხრეკამ აჩვენა, რომ ბინაში უამრავი ადამიანის სხეულის ნაწილები იყო. ნილსონმა 12-15 ადამიანის მკვლელობა აღიარა და ამბობდა, რომ ზუსტი რიცხვი არ ახსოვდა. მას ოფიციალურად ბრალი ექვსი მკვლელობისა და ორი მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს.
1983 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ნილსონს სინანული არ გამოუხატავს. ციხეში ყოფნისას, მან აუდიოჩანაწერები გააკეთა, სადაც დეტალურად აღწერა მის მიერ ჩადენილი მკვლელობები.
დენის ნილსენი 2018 წელს, 72 წლის ასაკში, ანევრიზმით გარდაიცვალა.