Facebook-ის ახალი AI ასისტენტი მომხმარებლებს პარტნიორის პოვნაში დაეხმარება

ფეისბუქი

ცოტა ხნის წინ META-მ Facebook Dating-ზე AI ასისტენტის დამატებაზე ისაუბრა - ჩეტბოტი მომხმარებლებს იმ ადამიანების პოვნაში დაეხმარება, რომლებიც უფრო ახლოს არიან მათ ინტერესებთან. მაგალითისთვის, META მომხმარებლებს „ტექნოლოგიებით დაინტერესებულ გოგოს“ მოუძებნის… ამასთან, შანსების გასაზრდელად, შეუძლიათ, AI-ს თავიანთი პროფილის დახვეწაში დახმარებაც სთხოვონ. 

Meet Cute-ის ახალი ფუნქციით კი მომხმარებლებს ალგორითმზე დაყრდნობით  META ყოველკვირეულად Surprise match-საც შესთავაზებს.

კომპანიის თქმით, Facebook Dating-ით შეხვედრები 18-29 წლამდე მოზარდებში ყოველწლიურად 10%-ით იზრდება - თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი ცოტაა Tinder-თან შედარებით, რომელსაც 50 მილიონი ყოველდღიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს, Hinge კი 10 მილიონი ყოველდღიური აქტიური მომხმარებლით იწონებს თავს.

ასეა თუ ისე, AI ფუნქციები უკვე ნორმად იქცა შეხვედრების აპლიკაციებში — Match Group-მა, რომელიც Tinder-ის, Hinge-ის, OKCupid-ისა და სხვა აპლიკაციების მფლობელია, პარტნიორობა დაიწყო გასულ წელს OpenAI-სთან და AI-ში 20-მილიონიანი ინვესტიცია ჩადო… დიდი ფსონია, მაგრამ, როგორც ჩანს, ციფრული შეხვედრების აპლიკაციებს AI ეიმედებათ და ამაზე მოწმობს Facebook Dating-ზე AI ასისტენტის დამატებაც.

შეგახსენებთ, რომ Facebook Dating ხელმისაწვდომია მხოლოდ ზრდასრული მომხმარებლებისთვის, ქვეყანათა ჩამონათვალი კი ამ ბმულზე შეგიძლიათ, ნახოთ.