„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
ესტონეთის მოთხოვნით ნატოს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ დღეს მეოთხე მუხლის ფარგლებში კონსულტაციები გამართა. ინფორმაციას ნატოს ვებ-გვერდი ავრცელებს.
ოფიციალურმა ტალინმა ალიანსის მოკავშირეებთან შეხვედრა რუსეთის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მოითხოვა.
„რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს: ნატო და მოკავშირეები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოიყენებენ ყველა საჭირო სამხედრო და არასამხედრო ინსტრუმენტს თავდაცვისთვის და ნებისმიერი მიმართულებიდან მომდინარე საფრთხის შესაკავებლად“, - აღნიშნულია ნატოს განცხადებაში.
რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ესტონეთში 4 დღის წინ შეაღწიეს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეოთხე მუხლით მოკავშირეები კონსულტაციებს მართავენ მაშინ, როცა რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ მის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება.