დონალდ ტრამპი CNN-ის ჟურნალისტის, ნატაშა ბერტრანის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი CNN-ის ჟურნალისტის, ნატაშა ბერტრანის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს.

სოციალურ ქსელში ტრამპი წერს, რომ ის სამი დღე უყურებდა, თუ როგორ ავრცელებდა ჟურნალისტი ყალბ ახალ ამბებს ირანში ამერიკული სამხედრო ოპერაციის შესახებ. ამერიკის პრეზიდენტი ითხოვს, ტელევიზიამ ჟურნალისტს სამსახურიდან გათავისუფლების წინ საყვედურიც გამოუცხადოს.

"საყვედური დაუყოვნებლივ უნდა გამოუცხადონ, შემდეგ კი ძაღლივით გააგდონ. CNN-ში მას მუშაობის უფლება არ უნდა მიეცეს. ზუსტად მისნაირი ხალხი ანადგურებს ერთ დროს დიდებული ტელეარხის რეპუტაციას", - წერია პოსტში.