1750362602
„დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ ამას არ დავუშვებდი" - ტრამპი აშშ-ის მიერ ირანში განხორციელებულ დარტყმებზე

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა მასშტაბური, ზუსტი დარტყმები განახორციელეს ირანის რეჟიმის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტზე - ფორდოუზე, ნათანზსა და ისპაჰანზე.
"ჩვენი მიზანი იყო, ირანის ბირთვული გამდიდრების სიმძლავრის განადგურება და მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველი სპონსორი სახელმწიფოს მიერ შექმნილი ბირთვული საფრთხის შეჩერება. მინდა მსოფლიოს ვაცნობო, რომ დარტყმები სანახაობრივი სამხედრო წარმატება იყო. ირანის ბირთვული გამდიდრების ძირითადი ობიექტები მთლიანად განადგურდა. ირანმა, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მომავალი თავდასხმები გაცილებით უფრო მასშტაბური და ბევრად უფრო ადვილი იქნება.
40 წლის განმავლობაში ირანი ამბობდა: სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. ისინი აფეთქებდნენ და კლავდნენ ჩვენს ხალხს. ეს იყო მათი სპეციალობა. დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ ამას არ დავუშვებდი. ეს აღარ გაგრძელდება.
მინდა მადლობა გადავუხადო და მივულოცო პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. ჩვენ ვიმუშავეთ გუნდურად, დიდი გზა გავიარეთ ისრაელისთვის ამ საშინელი საფრთხის აღმოსაფხვრელად. მინდა მადლობა გადავუხადო ისრაელის სამხედროებს შესრულებული შესანიშნავი სამუშაოსთვის. და რაც მთავარია, მინდა მივულოცო დიდებულ ამერიკელ პატრიოტებს, რომლებმაც დღეს ამ ბრწყინვალე მანქანებით იფრინეს", - განაცხადა ტრამპმა.