1750577424
ირანის იერიშების შედეგად ისრაელში დაშავებულთა რაოდენობა დაზუსტდა

ირანის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა.
აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის შემდეგ, ირანმა კვირას დილით ისრაელის მიმართულებით რაკეტების ორი ტალღა გაუშვა. ბოლო მონაცემებით, შედეგად სულ მცირე 86 ადამიანი დაშავდა. რაკეტები თელ-ავივსა და ჰაიფაში ჩამოვარდა.
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.