1750362602
ზელენსკის თქმით, მოსკოვმა კიევს უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ნაცვლად რუსი ჯარისკაცების ცხედრები გადასცა

მოსკოვმა კიევს უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ნაცვლად რუსი ჯარისკაცების ცხედრები გადასცა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ცხედრებიდან 20 რუსი სამხედროა.
„უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ნაცვლად 20 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადმოგვცეს. ამ ცხედრებს რუსული პასპორტებიც კი აქვთ. მათ იმის შემოწმებაც კი არ შეუძლიათ, თუ ვის აგზავნიან. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ჯარისკაცის და ყველა ჩვენი გმირის ცხედრის დაბრუნება გვსურს. მაგრამ რაოდენობის გამო რუსეთის ცხედრები არ გვინდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.