ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - მხარს ვუჭერთ ირანის მცდელობებს, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ამის საფუძველზე მიაღწიოს რეალურ ცეცხლის შეწყვეტას

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი

ჩინეთმა პირველმა დაგმო აშშ-ის მიერ ირანის დაბომბვა, სამხედრო დარტყმები ბირთვულ ობიექტებზე სერიოზულად არღვევს გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლის მიზნებსა და პრინციპებს და შეიძლება, გამოიწვიოს ბირთვული კატასტროფები – ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჩინეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, საერთაშორისო საზოგადოება უნდა ეწინააღმდეგებოდეს მსგავს ქმედებებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ, ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ირანის მცდელობებს, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და ამის საფუძველზე მიაღწიოს რეალურ ცეცხლის შეწყვეტას, რათა მოსახლეობა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და ხელი შეუწყოს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის რაც შეიძლება სწრაფად დამშვიდებას.

განცხადების მიხედვით, ჩინეთი აფასებს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთსულოვან ხმას ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის ხელშეწყობის შესახებ და მზადაა, ხელი შეუწყოს უსაფრთხოების საბჭოს, შეასრულოს თავისი როლი და აიღოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ძირითადი პასუხისმგებლობა.

ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი ყოველთვის იყო მშვიდობის მშენებელი და სტაბილურობის ხელშემწყობი ახლო აღმოსავლეთში.