ენერგომატარებლებზე ფასების შემცირება პუტინს ომის შეწყვეტას აიძულებს - ტრამპი
1754406288
ბრიტანულმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ, „ბრითიშ პეტროლიუმმა“ ბრაზილიის სანაპიროსთან ბოლო 25 წლის განმავლობაში ნავთობისა და გაზის უდიდესი საბადო აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, საბადო, რომელსაც „ბუმერანგი“ უწოდეს, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რიო დე ჟანეიროდან 404 კილომეტრში მდებარეობს.
ახალაღმოჩენილი საბადო ატლანტის ოკეანეში, მარილის შრის ქვეშ მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია ბრიტანულმა კომპანიამ 2022 წლის დეკემბერში მიიღო.
„ბრითიშ პეტროლიუმის“ სპეციალისტების თქმით, საბადოს დამუშავებისას უკვე აღმოჩენილია 300 კვადრატული კილომეტრის ფართობის სასარგებლო წიაღისეული მარაგი. ამჟამად კომპანია საბადოს პოტენციალის დასადგენად დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს ატარებს.
ცნობისთვის, „ბუმერანგი“ რიგით მეათე საბადოა, რომელიც „ბრითიშ პეტროლიუმმა“ აღმოაჩინა. მანამდე სასარგებლო წიაღისეულის მარაგები ნაპოვნია ტრინიდადში, ეგვიპტეში, მექსიკის ყურეში, ლიბიაში, ნამიბიაში, ანგოლაში. „ბუმერანგამდე“ ბრიტანული კომპანიის მიერ ბოლო 25 წლის განმავლობაში აღმოჩენილ საბადოებს შორის უდიდესი აზერბაიჯანში მდებარე „შაჰ-დენიზი“ იყო. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მისი ფართობი 140 კვადრატული კილომეტრია.