1750577424
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ხვალ მმართველი საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ხვალ მმართველი საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
„ირანში საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით, ვიწვევ ხვალ მმართველთა საბჭოს საგანგებო სხდომას“, -დაწერა რაფაელ გროსიმ X-ში.
ამასთან, ირანის ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მუმად ესლამმა წერილობით მიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების გამოძიება მოითხოვა. როგორც მის წერილშია ნათქვამი, თეირანი სააგენტოსთან აშშ-ის ქმედებების დაგმობას ითხოვს.